პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ივან იესტრჟაბს შეხვდა.
დავით ბაქარაძის განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო ინსტიტუტებში და მიესალმება საქართველოს მისწრაფებას ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაში.
შეხვედრისას საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც შეეხო.