ლარს ფონ ტიერის "მელანქოლიამ" ევროპის კონოაკადემიის მთავარი პრიზი მოიპოვა. კონოაკადემიის ჯილდოს "ევროპულ ოსკარსაც" უწოდებენ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, "ლამაზმა ფილმმა საყაროს დასასრულზე" კინოაკადემიის სამი პრიზი - საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთოესო საოპერატორო ნამუშევრისთვის (ოპერატორი მანუელ ალბერტო კარლო) და საუკეთოსო მხატვრობისთვის (იეტე ლემანი) - მოიპოვა.
კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის სუზან ბირს ერგო ფილმისთვის "უკეთეს მსოფლიოში" (In a Better World).
შეგახსენებთ, რომ კანის კინოფესტივალზე ლარს ფონ ტიერიმ სკანდალი გამოიწვია, მას შემდეგ რაც ჰიტლერის მისამართით საკუთარი სიმპატიების შესახებ ისაუბრა.
კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ამ ფაქტის შემდეგ სახელოვან რეჟიოსორს ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და გამოჩენაც კი აუკრძალეს.
მოგვიანებით, ლარს ფონ ტიერიმ თავისი გამონათქვამების გამო, ბოდიში მოიხადა.