ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა და მისი მომხრეები ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის გადადგომას მოითხოვენ. ეს განცხადება ჯიოევის შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ხანიკაევმა გააკეთა.
"არ ვაპირებთ კოკოითი 25 მარტამდე ვითბინოთ. ამ მოთხოვნას მოლაპარაკებებზე ვაყენებთ", _ განაცხადა ხანიკაევმა.
შეგახსნებთ, რომ ალა ჯიოევას მომხრეები ცხინვალის მოედანზე არიან შეკრებილი და დაშლას არ აპირებენ. მეტიც, ისინი 10 დეკემბერს ჯიოევას "ინაუგურაციის" ჩატარებას აპირებენ.
თავად ალა ჯიოევა ამ დროისათვის თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს, თუმცა აცხადებს, რომ მას ხალხთან გასვლა სურს. "ისინი უკვე მესამე დღეს ყინვაში დგანან, მე ვღელავ მათზე", _ აცხადებს ჯიოევა. ხალხთან მოედანზე ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი ანატოლი ბარანკევიჩი იმყოფება.