თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 3 დეკემბერს, გრიბოედოვის სახელობის თეატრში კონცერტს გამართავს.
საღამოზე დასი ქართველი მაყურებლის წინაშე სამ ერთმოქმედიაბიან ბალეტს - "სიზმრები იაპონიაზე", "წამი გარდასახვამდე" და "უფრთოდ ფრენა წყვდიადში" შეასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ დასის სოლისტებთან ერთად სპექტაკლში ნინო ანაიაშვილიც იცეკვებს.
გრიბოედოვის თეატრში დასი კონცერტს დღეს 20:00 საათზე დაიწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი გრიბოედოვის სახელობის თეატრში მაყურებელის წინაშე კვირას, 4 დეკემბერს, 15:00 საათზეც წარსდგებიან.
ცნობისთვის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი აშშ-დან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.