ცხინვალის ცენტრში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეთ მიტინგი კვლავ მიმდინარეობს. ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მოედანზე 150 მდე ოპოზიციონერია. მათ დანთებული აქვთ კოცონი და გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
"მთავრობის შენობა კვლავინდებურად სამართალდამცავთა დაცვის ქვეშ იმყოფება, თუმცა მათი რაოდენობა ამ დროისათვის შემცირებულია. მიუხევადად ამისა ბრონირებული სატვირთო ავტომობილები კვლავ რჩებიან მთავრობის სახლთან", _ იუწყება ოსური მედია.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა უარს აცხადებს ე.წ. ხელისუფლებასთან და ცხინვალში მყოფ რუსეთის ემისართან, მედვედევის ადმინიტრაციის თავმჯდომარის მოადგილესთან სერგეი ვინოკუროვთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ჯიოევამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი რუსეთზე ნაწყენია და მოლაპარაკებებზე მისი მისამართით წარმოდგენილი წინადადებები მისთვის შეურაცხმყოფელია. მოლაპარაკებებზე ალა ჯიოევას ინტერესებს, რომელიც ამჟამად თავს შეუძლოდ გრძნობს ამჟამად მისი ნდობით აღჭურვილი პირები ალან ფლიევი და ვლადიმერ ქელეხსაევი წარმოადგენენ.
თავად ჯიოევა აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები არაფრისმომტანია, ვინაიდან მას შეურაცხმყოფელ ბრალდებებს უყენებენ, დარღვევებს აბრალებენ და პირდაპირ მიუთითებენ, რომ მისი კანდიდატურა მიუღებელია.