"წელს კინოფესტივალს ქალაქის მერია 50 ათასი ლარით დააფინანსებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის დირექტორმა, ნეკა სებისკვერაძემ.
"თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია კინოფესტივალის მხარდამჭერია. წელს ბიუჯეტი ცოტათი გაიზარდა და ფესტივალს ქალაქის მერია 50 ათასი ლარით დააფინანსებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ისიამოვნებენ ის ადამიანები ვისაც კინო უყვართ და ასევე, ისინი ვინც ჩვენთან სტუმრად ჩამოვლენ", - განაცხადა თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის დირექტორმა, ნეკა სებისკვერაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი 6-11 დეკემბრის ჩათვლით მოეწყობა. საპატიო სტუმრებს შორის ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი ლეო კარაქსია, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ფესტივალს დაესწრება.
ფესტივალს ეწვევიან რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ესტონეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, ისრაელიდან და ა.შ.