10 იანვარს, მომღერალი მარიამ როინიშვილი ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა მანამდე მომღერალმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ პრემიერაში. რეჟისორ ლელა გვარიშვილის სპექტაკლში - "სიყვარულის ნექტარი" მთავარ პარტიას მარიამ როინიშვილი ასრულებს.
"ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ტაშით და ოვაციებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მადლობა მინდ გადავუხადო რეჟისორს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს", - განაცხადა მარიამ როინიშვილმა.
სპექტაკლში ასევე, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები და ორკესტრიც იღებდნენ მონაწილეობას.