ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი უარს აცხადებს ე.წ. ხელისუფლებასთან და ცხინვალში მყოფ რუსეთის ემისართან, მედვედევის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილესთან, სერგეი ვინოკუროვთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. რამდენიმე ხნით ადრე, ჯიოევამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი რუსეთზე ნაწყენია და მოლაპარაკებებზე მისი მისამართით წარმოდგენილი წინადადებები მისთვის შეურაცხმყოფელია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მოლაპარაკებებზე ალა ჯიოევა არ იმყოფება. იგი თავს შეუძლოდ გრძობს, მაგრამ როგორც კი ცოტა უკეთ გახდება შესაძლოა მოვიდეს", _ განაცხადა წყარომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსულ მედიასთან საუბარში. მოლაპარაკებებზე ალა ჯიოევას ინტერესებს, ამჟამად მისი ნდობით აღჭურვილი პირები ალან ფლიევი და ვლადიმერ ქელეხსაევი წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები არაფრისმომტანია, ვინაიდან მას შეურაცხმყოფელ ბრალდებებს უყენებენ, დარღვევებს აბრალებენ და პირდაპირ მიუთითებენ, რომ მისი კანდიდატურა მიუღებელია. ეს განცხადება ჯიოევამ კრემლის ემისარ სერგეი ვინოკუროვთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
ამავე დროს ალა ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, კრემლის ჩინოვნიკები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ერთ მხარეს არიან და მას აიძულებენ აღიაროს უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. მეტიც, ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ ჩინოვნიკებს რუსეთის ხელისუფლებამდე არ მიაქვთ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა.
ჯიოევა ბოლო რამდენიმე დღეა კრემლის ემისართან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან სერგეი ვინოკუროვთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
მასალის გამოყენების პირობები