თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, საქველმოქმედო აქციის სახით, „თბილისის საერთაშორისო მოთამაშეები" (TIP) წარმოადგენს რიჩარდ ლავლოკის პანტომიმის სპექტაკლს - "მძინარე მზეთუნახავი". სპექტაკლში მონაწილეობენ ბატონი ლუის ნავარო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი; ნილ დანი BP-ის დირექტორი; ჯორჯ ველტონი, AmCham-ის დირექტორი და ბიზნეს და დიპლომატიური წრეების სხვა წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ეს არის მესამე მსგავსი ტიპის წარმოდგენა, რომელიც იმართება თბილისში. აქამდე ჩატარებულა ორი ბრიტანული სტილის პანტომიმის სპექტქკლი: „კონკია" - 2009 წელს და „ბნელი რაინდი" - 2010 წელს.
აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს წარმოდგენის ბილეთების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსული გადაეცემათ ბავშვთა სახლებს.
შეგახსენებთ, რომ TIP შეიქმნა საქველმოქმედო მიზნებისთვის და ინგლისურენოვანი სამოყვარულო პანტომიმის თეატრის მხარდასაჭერად. თბილისის ყოველწლიური პანტომიმა არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებისგან შემდგარი თეატრალური საზოგადოება და მოყვარულთა შემოქმედებითი დასი, რომელიც ჩამოყალიბდა TIP-ის მხარდაჭერით.
წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან TBSC consulting, Radisson, KPMG, McDonalds, Microsoft, AmCham, GAU, Gosselin Moving, და ნატახტარი. ბილეთები შეძენა შესაძლებელი არის ყოველ დღე TBSC consulting-ის ოფისში და სპექტაკლის დღეს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. ბილეთის ფასია 20-25 ლარი.