ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გია ხუხაშვილთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებს.
"ეროსი კიწმარიშვილი ბოდვებშია. ხუხაშვილთან მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია", - განაცხადა ღლონტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელით ექსპერტი გია ხუხაშვილი "მაესტროს" დამფუძნებლებთან მოლაპარაკებებს მართავდა.