ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ 25 მარტს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დანიშნულ განმეორებით არჩევნებს ჩაშლის. იმ შემთხვევაში თუ მისი გამარჯვების აღიარება არ მოხდება ჯიოევა იმუქრება, რომ 25 მარტს თავის მომხრეებს ქუჩაში გამოიყვანს.
"ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. იქ არც ერთი ჩვენთაგანი არ მივა. ჩვენ ყველას წინააღმდეგ ვიქნებით ა საბოლოო ჯამში ამ არჩევნებს ჩავშლით. ჩვენ ყველანი მოედანზე გამოვალთ და ამ მოედნებს არ დავტოვებთ. ეს მასობრივი პროტესტი იქნება", _ აცხადებს ალა ჯიოევა.
შეგახსენებთ, რომ იმის გამო, რომ 27 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების "მეორე ტურში" კრემლმა თავისი კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის გაყვანა ვერ შეძლო და ხმის მიცემის შედეგების მიხედვით ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილად ცნეს და განმეორებითი ე.წ. არჩევნები 25 მარტს დანიშნეს.