ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ არც ის და არც მისი მომხრეები ამიერიდან არავითარ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისივე თქმით ეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნებსაც ეხება.
"ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ვისაუბრეთ ჩვენს მომხრეებთან და მივედით იმ დასკვნამდე, რომ მათგან არც ერთი მეტი არც ერთ არცევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის არც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნებში. ამას მე და ჩემი მომხრეები იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენს არჩევანს ფეხქვეშ გათელილად მივიჩნევთ", _ განაცხადა ჯიოევამ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და აქვთ უფლება რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.