ტელეკომპანია "მაესტრომ" მაუწყებლობა რადიო "მაესტროდან" განაახლა. როგორც ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლმა მამუკა ღლონტმა განუცხადა, ამის მიზეზი ის იყო, რომ არსებობდა ჰქონდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგეგმებოდა პროცესის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდა.
"ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის შენობის დატოვების შესახებ", - განაცხადა ღლონტმა და აღნიშნა, რომ მათ მიიღეს გარკვეული წყაროებიდან ინფორმაცია, რომ მზადდებოდა სერიოზული პროვოკაცია, რომლის თანახმადაც ღამე უნდა მომხდარიყო ტელეკომპანიაში არეულობა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ვინმეს დაჭრა და შემდეგ ვითარების განსამუხტად მოსულიყო პატრული.
" იყო ვერსია, რომ როდესაც ტელეკომპანია "მაესტრო" ამ არეულობას გადასცემდა პირდაპირ ეთერში, ტელეკომპანიასთან მოვიდოდნენ ვითომ "მაესტროს" მომხრეები, რასაც ასევე მოჰყვებოდა დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა, დაჭრა, ან ვინმეს მკვლელობა და ვითარება უნდა გადაზრდილიყო სამოქალაქო დაპირისპირებაში",- განაცხადა ღლონტმა.
მისი თქმით, "როგორც ჯარისკაცები გენერალს, ისე ემორჩილებოდა პოლიცია ეროსი კიწმარიშვილს".
"ტელეკომპანიას გაწყვეტილი აქვს ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილის კომპანიასთან, ასევე, სწორედ ტელეკომპანია "მაესტროს" საკუთრებაა ტექნიკა და სიხშირე, შესაბამისად, "მაესტრო" მაუწყებლობას აუცილებლად გააგრძელებს", - განაცხადა ღლონტმა.