დღეს, 2 დეკემბერს, 10 საათიდან 18 საათამდე ქვესადგურში „გლდანი-220" საქართველოს ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.