"თელასი" მოხუცთა თავშესაფარ `კათარზისს" ახალ წელს ულოცავს. სათნოების სახლის მიერ ორგანიზებული `სუპერ ბებიისა და სუპერ ბაბუის" კონკურსისთვის კომპანიამ ფერადი ტელევიზორების სახით სპეციალური პრიზები მოამზადა, რომლებსაც გამარჯვებულებს `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს. კომპანიის საახალწლო საჩუქრებს კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს.
სათნოების სახლ `კათარზისს" `თელასი" 2005 წლიდან მფარვებლობს. კომპანიის საქველმოქმედო პროგრამა 2009 წლის 15 ნოემბრიდან 2010 წლის 15 აპრილამდე მოქმედებს, რომლიც ზამთრის სეზონზე სათნოების სახლის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფარვასა და მიუსაფარი მოხუცების პროდუქტით უზრუნველყოფას მოიცავს.
დახმარების ტრადიციული პროგრამის გარდა კომპანია სათნოების სახლის მოხუცებს საჭირო ინვენტარითაც სისტემატურად ეხმარება.