ქართველი მომღერლები შუა აზიაში საგასტროლოდ ემზადებიან. როგორც მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა კონცერტებს მასთან ერთად ეკა მამალაძე, ბუბა კიკაბიძე და ანსამბლი "ერისიონი" გამართავენ.
"დაგეგმილი გვაქვს კონცერტები ბიშკეკში, დუშანბეში და სხვა ქალაქებში. ჩემ სოლო კონცერტთან ერთად ასევე, მოეწყობა გაერთიანებული საღამოები, სადაც მონაწილეობას იღებენ ჩემი უსაყვარლესი ბუბა, ეკა და "ერისიონის" მოცეკვავეები. ზუსტად არ ვიცი, რომელ დარბაზში გამოვალთ, მაგრამ იქ სადაც "ერისიონმა" უნდა იცეკვოს სავარაუდოდ კარგი უნდა იყოს", - განაცხადა ბრეგვაძემ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა ყირგიზეთში და სხვა შუა აზიის ქვეყნებში კონცერტი ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს გამართა.