ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი მინისტრები პირობას დებენ, რომ ცხინვალის ცენტრში მომიტინგე ალა ჯიოევას მომხრეების მიმართ ცეცხლსასროლ იარაღს არ გამოიყენებენ იმ შემთხვევაში თუ მათი ქმედებები სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება. ეს განცხადება ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი სტუქტურების ხელმძღვანელებმა გააკეთეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურების წარმომადგენლებს "კატეგორიულად აუკრძალეს იარაღის გამოყენება".
"თუ სროლა მაინც დაიწყო, მე ვერავითარ გარანტიას ვერ ვიძლევი. პირველები ძალოვანი სტრუქტურები არ გაისვრიან", _ აღნიშნა მან.
პრესკონფერენციაზე ასევე უარყოფილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესპუბლიკაში გარედან რაიმე სახის დამატებითი ძალები ჩამოყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები