მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერი ზურაბ სეპარატისტულ აფხაზეთში, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრას გეგმავს. სამართლიანი საქართველოსათვის" წევრი, პარლამენტარი პეტრე მამრაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადასტურებს, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვის სურვილი მოძრაობის დღის წესრიგში ნამდვილად დგას, თუმცა მისი თქმით, ამჟამად ამ შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს.
"არ ვიცი ამჟამად მზადდება ამგვარი შეხვერდა თუ არა, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენს პროგრამაში საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგის პარალელურად ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ჩვენს ოსებთან და ჩვენს აფხაზებთან ნამდვილად არის", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მამრაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მოძრაობის დღი წესრიგში ნამდვილად დგას.
მისივე თქმით, აფხაზეთში სულ ახლახანს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელთა შედეგადაც გამოიკვეთა ადამიანი, რომელთანაც საუბარი აუცილებელია და რომელსაც იქ რეალური ძალაუფლება ხელთ უპყრია.
"ვერ ვიტყვი თუ კონკრეტულად როდი გაიმართება ეს შეხვედრა, თუმცა ამგვარი შეხვედრების გამართვის აუცილებლობა ჩვენს დღის წესრიგში ნამდვილად დგას",_ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პეტრე მამრაძემ.