მიმდინარე წლის 4 დეკემბერს სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმათება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქშია გახსნილი.
აღნიშნული არჩევნები ასევე გაიმართება საქართველოს მეორე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალის რეგიონში.
"ხმის მიცემის პროცედურა მოსკოვის დროით 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება. მოვუწოდებთ, რუსეთის მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემის პროცედურაში. მოქალაქეებმა აუცილებლად თან უნდა იქონიონ რუსული პასპორტი", _ ნათქვამია აფხაზეთში არსებული ე.წ. რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.