ალა ჯიოევამ და მისმა მომხრეებმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს ულტიმატუმი წაუყენეს. ჯიოევა კოკოითს მოსაფიქრებლად ერთ დღეს აძლევს და ასევე მას ხელშეუხებლობას პირდება. ეს განცხადება ჯიოევამ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.
"კოკოითს ორი პირობა წავუყენეთ - ჩვენ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას მოვითხოვთ და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გადმოცემას. ამასთან ერთად ჩვენ ასევე ვაძლევთ ხელშეუხებლობის გარანტიას ყოფილ პრეზიდენტსა და მის ოჯახს", _ განაცხადა ჯიოევამ.
მისივე თქმით, ამჟამად ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარს კოკოითთან ოპოზიციის მიერ შექმნილი საბჭოს წევრი ვლადიმერ ქელეხსაევი საუბრობს. "თუ რით დასრულდება მოლაპარაკებები გაცნობებთ, ჩვენ მოსაფიქრებლად ორ დღეს გვთხოვენ, მაგრამ ჩვენ პასუხი დღეს გვჭირდება", _ აცხადებს ჯიოევა.
ამავე დროს, ჯიოევას მომხრე გენეალმა ბარანკევიჩმა მომხრეეს მოუწოდა უკაბ დაეხიათ ე.წ. მთავრობის შენობისკენ და ადგილი კვლავ ცენტრალურ მოედანზე დაეკავებინათ, იმისათვის რათა მომიტინგეებსა და შენობის დაცვას შორის ინციდენტს არ ჰქონოდა ადგილი.