ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" 27 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამასთან ერთად, ე.წ. ცესკო თავმჯდომარე ბელა ფლიევა მიიჩნევს, რომ მის გამოქვეყნებას არავითარი აზრი არ აქვს.
"27 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ იურიდიული ძალა არ აქვს და ამიტომაც მის გამოქვეყნებას არავითარი აზრი არ აქვს", _ ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" ხელმძღვანელმა ბელა ფლიევამ გააკეთა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ეს ოქმი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს ალა ჯიოევას გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოქმის გამოქვეყნებას ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევას მომხრეები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე რჩებიან. მდგომარეობა ცხინვალის ცენტრში კვლავ დაძაბულია.
მასალის გამოყენების პირობები