ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" ხელმძღვანელა ბელა ფლიევას შეხვდა.
ფლიევამ ჯიოევას 27 ნოემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გადასცა, რომელიც მოწმობს, რომ ალა ჯიოებამ მოწინააღმდეგე ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 16 % იანი სხვაობით მოუგო. ეს განცხადება შეხვედრიდან გამოსულმა ალა ჯიოევამ გააკეთა. შეხვედრა ჟურნალისტებისათვის დახურული იყო.
ამავე დროს, ჯიოევას მომხრეები კვლავ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე რჩებიან.