არაბეთის სახელმწიფოების ლიგა, განაცხადა, რომ სირიის მიმართებაში მიღებული უპრეცენდენტო სანქციები უკიდურესად სერიოზულ სიგნალს უგზავნის ამ ქვეყნის ხელისუფლებას, იმის შესახებ, რომ მისი ამჟამინდელი ქმედებები დაუშვებელია.
ბი-ბი-სითვის მიცემულ ინტერვიუში ლიგის მდივანმა ნაბილ არაბიმ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება შემდგომაც ვერ შეძლებს მოიქცეს ისე თითქოს არაფერი ხდება.
მისი თქმით, ლიგას სანქციების დაწესება მძიმე გადაწყვეტილებად მიაჩნია, თუმცა სანქციები 3 დეკმებერს ძალაში აუცილებლად შევა თუ სირიის პრეზიდენტის ბასარ ასადის მთავრობა არ დაიწყებს მის მიერ დადებული პირობების შესრულებას.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის სახელმწიფოების ლიგამ გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სირიის წინაარმდეგ მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე.
სირიაში მიმდინარე წლის მარტის თვიდან, როდესაც პრეზიდენტ ბაშარ ასადის მმართველობით უკმაყოფილოთა გამოსვლები დაიწყო, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებში 3500-მდე ადამიანია დაღუპული.