რუსეთის ფედერაციის გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკ, ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ 2008 წლის დეკემბერში საზღვაო ბალისტიკური რაკეტა “ბულავას” წარუმატებელი საცდელი გაშვების მიზეზი “პრაქტიკულად დადგენილია”, იუწყება “რია ნოვოსტი”.
ნოგოვიცინის თქმით, საცდელი გაშვება წარუმატებლად იმის გამო დასრულდა, რომ რაკეტის წარმოების ან გაშვებისთვის მომზადების რაღაც ეტაპზე ყველა კონსტრუქტორული იდეის მკაფიოდ ასახვა ვერ მოხერხდა.
“ეს წარმოებასა და კონსტრუქტორულ გადაწყვეტილებას შორის საზღვარია, ამასთან საზღვარი ძალიან ზუსტია. წარმოებას სწრაფად კონსტრუქტორული იდეის მთლიანად შეთვისება ყოველთვის არ შეუძლება”, - აღნიშნა ნოგოვიცინმა.
მან აღნიშნა, რომ გენშტაბს მომხდარის მიზეზებზე საბოლოო მოხსენება ჯერ არ მიუღია.
ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ “ბულავის” წარუმატებელი გაშვების მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ამ ბალისტიკურ რაკეტაზე უარის თქმას არ აპირებენ.
“რაკეტა შედგება. ჩვენ ვხედავთ საიდან ვიწყებდით და დამუშავების რომელ სტადიაზე იმყოფება ის ახლა. ეს დიდი კონტრასტია”, - განაცხადა ნოგოვიცინმა.
ადრე რუსული საინფორმაციო სააგენტოები, რუსეთის თავდაცვის უწყებაში წყაროზე დააყრდნობით იუწყებოდნენ, რომ 2009 წელს დაგეგმილია, “ბულავას” 4 საცდელი გაშვება.
რაკეტის საცდელი გაშვება, რომელიც “ბულავას" თვითგანადგურებით დასრულდა 23 დეკემბერს, ატომური წყალქვეშა ნავიდან, “დიმიტრი დონსკიდან” შედგა. შეფერხება მესამე საფეხურის მუშაობისას მოხდა, რის შემდეგაც რაკეტის განადგურების ბრძანება გაიცა.
“ბულავას” საცდელი გაშვებები 2003 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის სხვადასხვა მონაცემებით რაკეტის 7-დან 10-მდე საცდელი გაშვებაა ჩატარებული, საიდანაც 4-5 წარუმატებელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები