ისლანდიური გაზეთ “Morgunbladid”-ის ცნობით, უკანასკნელი გამოკითხვის შედეგად, ისლანდიის მოსახლეობის 66 პროცენტი ევროკავსირში გაერთიანებას მხარ უჭერს.
რამოდენიმე დღის წინ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გეირ ჰორდი, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
ექსპერტთა შეფასებით, საზოგადოებრივ აზრზე, გარკვეულ წილად, გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, კრიზისის გამო ისლანდიის საბანკო სექტორმა ძლიერი რყევა განიცადა.
მასალის გამოყენების პირობები