დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, ბანკი „კონსტანტას" მშენებარე ოფისთან მდებარე დარაჯის ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც დარაჯი, 77 წლის გიორგი ოზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
„ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ადგილზე რომ მივედით, საყარაულო ოთახში მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ დავაკონკრეტებ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს დედოფლისწყაროს პოლიცია იძიებს.