საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ისტორიული გვარის დაბრუნების საშუალება ექნებათ. მომზადდა სამოქალაქო აქტების შესახებ ახალი კანონი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მისი ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება აღიდგინოს თავისი გვარი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეცვლილი ან დაკარგული ჰქონდა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით სამოქალაქო რეესტრს მიმართოს და დაასაბუთოს, რომ მისი გვარი ნამდვილად სხვა გვარის გარდაქმნის შედეგად წარმოიშვა. ახალი კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება.