აშშ-ში 85 წლის ასაკში იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა გარდაიცვალა.
ალილუევა ვისკონსინის შტატის ქალაქ რიჩლენდში 22 ნოემბერს გარდაიცვალა, თუმცა ხელისუფლებამ ამის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალილუევა მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა.
სვეტლანა ალილუევა 1962 წლის 28 თებერვალს დაიბადა. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა. 1967 წელს სვეტლანა ალილუევა ინდოეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
მისმა წიგნმა „ოცი წერილი მეგობარს", რომელიც სტალინისა და კრემლის ცხოვრებას ასახავს, მსოფლიოში სენსაცია გამოიწვია. 1970 წელს სვეტლანამ ამერიკელ არქიტიქტორთან პიტერსთან იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა. ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სვეტლანა ქმარს გაშორდა, თუმცა ლანა პიტერსის სახელი და გვარი შეინარჩუნა.