ვაშინგტონში აშშ -ევროკავშირის სამიტი დასრულდა. შეხვედრაზე მიღებულია 24 პუნქტიანი დოკუმენტი, რომლის ერტ ერთი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას ეხება.
დოკუმენტში არის მოწოდება ბელორუსის მთავრობის მიმართ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, უკრაინას კი რეკომენდაციას აძლევენ ჩაატაროს ყოფილი სამთავრობო მოხელეების, მათ შორის იულია ტიმოშენკოს საქმია ობიექტური და ღია გამოძიება. არის ასევე ნკაცრო მოწოდება სირიის მთავრობისადმი შეწყვიტოს ძალადობა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სამიტის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა რუსეთის მოდერნიზირებას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები