მსხვერპლით დასრულდა ხანძარი თბილისში. გახოკიძის ქუჩაზე ცეცხლი კერძო სახლს დღეს დილით გაუჩნდა, სადაც 77 წლის ანდრია პოლზინი ცხოვრობდა. მან სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და დაიღუპა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი დამწვარი დახვდა. მან სხეული 95-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩნდა. მეზობლების თქმით, მამაკაცი ლოგინად იყო ჩავარდნილი და გადაადგილება არ შეეძლო.