მაია კაჭკაჭიშვილი საავტორო კონცერტს 8 მარტს "თბილისი ივენთ ჰოლში" გამართავს. როგორც მუსიკოსმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, კონცერტზე მასთან ერთად 40 კაციანი მომღერლების გუნდი გამოვა.
"უკვე დაგეგმილი მაქვს და მიმდინარეობს მუშაობა ჩემს საავტორო კონცერტთან დაკავშირებით, სადაც ცოცხალ ბენდთან და 40-კაციან გუნდთან ერთად გამოვალ. კონცერტზე ამ გუნდის პრეზენტაციაც მოეწყობა, რომელსაც სათავეში მე ვუდგები. საღამოზე დუეტს "ძვალთან" და ჩემს მეუღლესთან, ლევან ლაზარიშვილთან ერთად შევასრულებ ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კაჭკაჭიშვილმა.
როგორც კომპოზიტორმა აღნიშნა, ლაზარიშვილთან შესრულებული სიმღერა მათ სიყვარულს ეძღვნება. შესრულდება შვილებისადმი მიძღვნილი სიმღერაც, რომელსაც "ძვალთან" ერთად იმღერებს.