კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოლოკარიერას იწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკოსმა განუცხადა, ეს თხოვნა საზოგადოების მხრიდან მოდიოდა.
"მოგეხსენებათ, რომ წლებია სიმღერებს სხვებისთვის ვწერ, ამჯერად შთაგონებამ და საზოგადოების დიდმა სურვილმა გადამაწყვეტინა სოლოკარიერა დავიწყო. მგონი მოვიდა დრო, სიმღერები ჩემთვისაც დავწერო, თუმცა გავაგრძელებ სხვა მომღერლებთან თანამშრომლობას. გამოვიდა, რომ მეორე საქმიანობაც შევითვისე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კაჭკაჭიშვილმა.
კაჭკაჭიშვილმა დუეტი რეპერ "ძვალთან" ერთად რამდენიმე ხნის წინ ჩაწერა, რასაც საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მათ კიდევ ერთი დუეტი ჩაწერეს, რაზედაც კლიპის გადაღებაც იგეგმება.
"ჩავწერეთ მე და "ძვალმა" კიდევ ერთი ახალი სიმღერა, რომელიც მივუძღვენით შვილებს. მასზე კლიპს ზურა მენთეშაშვილი გადაგვიღებს და იმედია, საზოგადოებას ესეც ძალიან მოეწონება", - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.