ხვალ, 29 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსიში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" და პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგზე მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილული იქნება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მოხდება შენიშვნების და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან ეკონომიკის ექსპერტები: დემურ გიორხელიძე, სოსო ცისკარიშვილი, ელგუჯა მექვაბიშვილი, სოსო არჩვაძე, გია ხუხაშვილი, პაატა შეშელიძე, ირაკლი ლექვინაძე, მიხეილ დუნდუა.