დღეს, ირაკლი ალასანიამ, დღეს ქუთაისში ვეტერანებთან შეხვედრა გამართა.
ირაკლი ალასანია ვეტერანებს სასტუმრო "ბაგრატში" შეხვდა და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს.
ალასანიას თქმით, ჯანდაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა და განათლება ვეტერანებისა და მათი შვილებისთვის ის მთავარი პრობლემებია, რომელიც პირველ რიგში უნდა გადაიჭრას.
"ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამის მისაღწევად სამ მთავარ საკითხს განვიხილავთ - პირველი, რომ სახელმწიფომ თავისთავზე უნდა აიღოს ყველა ვეტერანისა და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურება; მეორე - მათი პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი და მესამე - სახელმწიფო ვალდებულია ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახების შვილების უმაღლესი განათლება დააფინანსოს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი შესწორებები იქნება ასახული ვეტერანების შესახებ "თავისუფალი დემოკრატები" კანონპროექტში, რომელსაც ისინი პარლამენტში შეიტანენ.