10 დეკემბერს ძალაში შევა სავიზო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თურქეთსა და საქართველოს შორის. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა პირადობის მოწმობებით საზღვრის გადაკვეთის თაობაზე. 10 დეკემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული მონაცემებისა და სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტით გადაკვეთონ ერთობლივი საზღვარი. აქ არის საუბარი ორ ენოვან დოკუმენტზე, რომელიც საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და ახალი პირადობის მოწმები გაიცემა 2011 წლის 1-ელი ივლისიდან", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, 10 დეკემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ამ საბუთით გადაკვეთონ საზღვარი.