ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აჰმად ვაჰიდმა განაცხადა, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელს დაახლოებით 150 ათასი რაკეტა დაუმიზნა. ამას გარდა, ირანის წარმომადგენლები ასევე მუქარით გამოვიდნენ თურქეთის მიმართაც და განცხადეს, რომ ირანს ასევე შეუძლია თავისი რაკეტები დაუმიზნოს ნატოს მიერ ახლახანს დამონტაჟებულ ანტისარაკეტო ფარს მომავალ ნებისმიერ კონფლიქტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "FARS"-ი ავრცელებს.
ირანის მხრიდან ამგვარი განცხადებები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის სააგენტომ ირანის შესახებ ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც ნათვქვამია, რომ ირანი საიდუმლოდ აგრძელებს იმ ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნასთანაა დაკავშირებული. ამ ანგარიშის გამო აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები უკვე გაამკაცრეს.