ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპი იწყება - ეს ქვეყანაში ჩატარებული პირველი არჩევნებია მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მუბარაკმა მიმდინარე წლის თებერვალში ხელისუფლება დატოვა. იმის გამო, რომ მრავალი ეგვიპტელი ამომრჩეველი წერა-კითხვის უცოდინარია, ყველა კანდიდატმა თუ პარტიამ მიიღო სიმბოლო-ნახატი (ყვავილი, ვაშლი, პალმა, მოტოციკლი და ა.შ) რომლის მიხედვითაც შემდეგ ბიულეტენში განისაზღვრება თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
ამავდროულდა ეგვიპტის ცენტრალურ ტაჰრირის მოედანზე, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში პროტესტის გამოხატვის ცენტრი იყო ათასობით დემონსტრანტი რჩება. ისინი შეიარაღებული ძალების უმაღლეს საბჭოს, რომელიც ეგვიპტეს ხელმძღვანელობს მოუწოდებენ, ქვეყნის ხელისუფლება სამოქალაქო მთავრობას გადასცენ.
ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მარტამდე გაგრძელდება - მოსახლეობამ ეგვიტის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის დეპუტატები. დღეს პირველი ეტაპი იწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც ეგვიპტელებმა ქვედა პალატის 508 დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნების დამკვირვებლები წინასწარმეტყველებენ, რომ არჩევნებში ისლამუსტური ორგანიზაცია "ძმები-მუსულმანები" გაიმარჯვებენ - ეს პარტია მუბარაკის დროს აკრძალული იყო.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნებზე ამ დროისათვის ამომრჩეველთა დიდი რიგებია. თითოეულ უბანზე დამონტაჟებულია ორი გამჭვირვალე ურნა - ცალკე დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის და ცალკე პარტიებისათვის. ხმის მიცემის პროცედურას სასამართლო კორპუსი აკონტროლებს. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შეარჩია ცხრა ათასი მოსამართლე არჩევნების კონტროლისათVის და თითოეული მათგანის სიცოცხლე ერთ მილიონ ეგვიპტურ ფუნტად (დაახლოებით 167 ათასი აშშ დოლარი) დააზღვია.
ეგვიპტეში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის უდავო ფავორიტებად "ძმები მუსულმანები" მიიჩნევა, ამ პარტიის წევრები მომავალ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას იმედოვნებენ.
აღსანიშნავია რომ დღესვე, არჩევნების პირველ დღეს ეგვიპტის მმართველი სამხედრო ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეები ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციებს გამართვას გეგმავენ.
დემონსტრანტები მოითხოვენ სამხედრო ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დათმობას და იმათ დასჯას, ვისაც ბრალი მიუძღვის ბოლო დღების აქციების დროს მშვიდობიანი დემონსტრატების დაღუპვაში.
გასულ კვირას ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებსას 40-მდე ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუჰამედ ალ ბარადეიმ განაცხადა, რომ თანახმაა უარი განაცხადოს პრეზიდენტობაზე, თუ მას ქვეყანაში არსებულ ურთულეს ვითარებაში დროებითი მათავრობის ხელმძღვანელობას შესთავაზებენ.