საქართველოში უამინდობა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების ცნობით, ითოვებს ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ ნაწილში.
თბილისში დღეს თოვლის ინტენსიობა დაიკლებს, თუმცა ხვალიდან ისევ ძლიერი ნალექია ნავარაუდევი. ტემპერატურა ღამით მინუს 3, მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ერთადერთი შეზღუდვა ნაქერალს უღელტეხილზე მოქმედებს, სადაც მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული. გაწმენდითი სამუშაოები სავტომობილო მაგისტრალებზე ამ დრომდე უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო დეპარტამენტი მუშაობის საგნგებო რეჟიმზეა გადასული, მოქმედებს ცხელი ხაზიც.