გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლები არ იდგმება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ტექნიკურმა დირექტორმა, თორნიკე ღლონტმა განუცხადა.
"თეატრის დიდ სცენაზე ვერ ვთამაშობთ, იმიტომ რომ იქ მუშაობის მინიმალური პირობების ფინანსებიც არ არის. მხოლოდ გრიბოედოვის მცირე სცენაზე იდგმება სპექტაკლები", - აღნიშნა ღლონტმა.
გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლებს მხოლოდ ოპერისა და ბალეტის დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით იდგმება. მათ თეატრთან ოპერის სარემონტო სამუშაოების გამო 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. როგორც გრიბოედოვის თეატრის ტექნიკურმა დირექტორმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა ისინი საკუთარ ხარჯებს თავად ანაზღაურებენ, თეატრის მსახიობები კი დიდ სცენაზე ვერ მუშაობენ.