მსახიობი ჯონი დეპი აღიარებს, რომ "კარიბის ზღვის მეკობრეებიდან" მისი გამოძევება სურდათ, იმდენად საშინელი იყო მსახიობის თამაში პროექტის პროდიუსერების თვალში.
"მათ გადაწყვიტეს, რომ ჯონის მანჭვა-გრეხამ დაღუპა ულამაზესი გამოსახულება, ის იმდენად უცნაურად მეტყველებს, რომ სუბტიტრების გარეშე სიტყვასაც ვერ გაიგებ. და ერთადერთი გადაწყვეტილება, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად არის ის, რომ გაგრძელება გადაიღონ მის გარეშე", - იხსენებს დეპი და დასძენს, რომ ამ საუბრებმა იმდენად დაღალა, რომ თავად დაიჯერა ყველაფერი და მორალურად მოემზადა ფილმის მარცხისთვის.
თუმცა ამის ნაცვლად ფილმის პრემიერის შემდეგ ჯონი დეპი, ჯეკი ბეღურას როლის შესრულებისთვის "ოსკარზე" წარადგინეს, ფილმის პროდიუსერები კი ფეხქვეშ ეგებოდნენ, რათა მათზე არ გაბოროტებულიყო.
დეპმა შური იძია და სულ უფრო მეტ ჰონორარს ითხოვდა. ეპოპეის ბოლო ეპიზოდის გადაღებისთვის დეპმა 40 მილიონ დოლარამდე მიიღო. ეს გასაოცარი არ არის, დღეს ჯონი დეპი ერთადერთი მსახიობია, რომლის ანგარიშზეა მთავარი როლი სამ ფილმში, რომელთაგან თითოეულმა მილიარდი გამოიმუშავა.