ჰაილი სტეინფილდის ძმები კოენების ფილმში ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი დებიუტის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობზე "ტაციაობაა".
მან ითამაშა საზაფხულო ბანაკზე შექმნილ მოკლემტრაჟიან და სატელევიზიო ფილმში და საბოლოოდ მიიღო შემოთავაზება ითამაშოს მთავარი როლი შექსპირის დრამის "რომეო და ჯულიეტა"ს მორიგ ადაპტაციაში.
ასაკით ჰაილი იდიალურად შეეფერება ჯულიეტას როლს - მსახიობი მხოლოდ 14 წლისაა. გადასაღებ მოედანზე მისი მეწყვილე ინგლისელი დუგლას ბუტი გახდება, რომელმაც სერიალ „დედამიწის სვეტში" გაიბრწყინა.
შექსპირის გმირები იტალიაში ორი ცნობილი სახლის მონტეგისა და კაპულეტების დაპირისპირების მძევლები არიან.
ბედის ირონიით ახალგაზრდა მსახიობებიც სხვადასხვა სახლს მაგრამ ამჯერად მოდის სახლს ეკუთვნიან. H
ჰაილი სტეინფილდი ახლახან კომპანია Miu Miu-ს სახე გახდა, ხოლო, დუგლასი არაერთხელ მონაწილეობდა Burberry-ს კოლექციის რეკლამაში. ასე, რომ მაყურებლებს ეკრანზე ორმაგი დაპირისპირება ელოდება.
ფილმი ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.