ჟურნალ Rolling Stone-მა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის სია გამოაქვეყნა.
რეიტინგის შედგენაში ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების გარდა მონაწილეობას, ბევრი ცნობილი მუსიკოსი ღებულობდა. მუსიკალური ოლიმპის მწვერვალზე ექსპერტებმა ერთხმად ჯიმი ჰენდრიქსი აიყვანეს.
"ჯიმი ჰენდრიქსმა თავდაყირა დააყენა კაცობრიობის წარმოდგენა მუსიკაზე. ის მეფე იყო ყველაფერში, რაც ხელოვნებას ეხებოდა: ის ბრწყინვალედ ფლობდა გიტარას და მის მუსიკოსებს, აჰიპნოზირებდა აუდიტორიას, მეფობდა სცენაზე და სტუდიაში" ,- დაწერა მუსიკოსზე გიტარისტმა ტომ მორელომ.
მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია ,რომელიც ოდესმე დაწერილა ჯიმი ჰენდრიქსის მიერ არის" Purple Haze" and "The Star-Spangled Banner".
სხვა ექსპერტთა შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ყველა დროის 100 გიტარისტის შერჩევაში, იყვნენ ისეთი მუსიკოსები როგორებიც არიან: ლენი კრავიტცი, ედი ვან ჰალენი (რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა) ბრაიან მეი Queen-ნიდან და დენ აუერბახი The Black Keys- დან.
ყველა დროის მეორე უდიდეს გიტარისტად ერიკ კლეპტონი დასახელდა. რეიტინგის პირველ ათეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯიმი პეიჯი (Led Zeppelin), კიტ რიჩარდსი (Rolling Stones), ჯეფ ბეკი, ბი ბი კინგი, ჩაკ ბერი, ედი ვან ჰალენ, დუეინ ოლმე The Allman Brothers Band), პიტ ტაუნსენდი (The Who).
100 საუკეთესო გიტარისტების სიას კიმ ტაილერი ხურავს ჯგუფიდან შოუნდგარდენ.