დღეს, 25 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში იხსნება თანამედროვე ხელოვანთა გამოფენა, სახელწოდებით "შავ-თეთრი" ("დღისა და ღამის ზღვარზე").
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 9 მხატვრის - ქეთი დავლიანიძის, ალექსანდრე ანთაძის, ირაკლი წულაძის, თიკა ჩხიკვიშვილის, თუთუ კილაძის, მაკა ბატიაშვილის, ნინო მოსეშვილის, მაკა ჯებირაშვილისა და ანტონ ბალანჩივაძის - 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
გამოფენა 2011 წლის 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.