დღეს, 25 ნოემბერს, შესრულდა ერთი წელი "სახალხო კრების" დაარსებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო "კოპალაში" 13:00 საათზე გაიმართება "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და დარბაზის წარმომადგენელთა საგანგებო ბრიფინგი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრება გასული წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეიქმნა. კრების აღმასრულებული თავჯდომარე ნონა გაფრინდაშვილია. სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერია "დემოკრატიული მოძრაობის" თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
"სახალხო კრებას" უკავშირდება მაისის აქციებიც, რომელიც 26 მაისს ხელისუფლებამ დაშალა.