სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი თანმხლები დელეგაცია რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. პატრიარქმა მოსკოვში მონაწილეობა მიიღო რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილის ღონისძიებებში.
ვიზიტის ფარგლებში იგი პატრიარქ კირილს შეხვდა, ის ასევე მონაწილეობდა მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში.
პატრიარქმა მოსკოვში მყოფ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადადგენლებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა გამართა.
გიორგობის დღესასწაულზე ილია მეორემ მოსკოვში, წმ.გიორგის სახელობის ტაძარში, წირვა აღავლინა.
ილია მეორე მოსკოვში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმმადგენლებსაც შეხვდა.