"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიას ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ 219 მილიონი ლარი უკვე გახარჯა და ახლა მის დაკანონებას ცდილობს. აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხილვისას გააკეთა.
ბაღათურიას განცხადებით, თუ სახელმწიფოს 219 მილიონი ლარი აქვს, მაშინ პენსია 1 იანვრიდან უნდა გაიზარდოს და არა სექტემბრიდან.
"თქვენ ამბობთ, რომ 219 მილიონი ლარი გაქვთ, მაშინ პენსია 2012 წლის 1 იანვრიდან გაზარდეთ. მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს თანხა უკვე გახარჯულია და ახლა გსურთ მისი დაკანონება. ჩვენი ფრაქცია ასეთი უკანონო ხარჯების დაკანონებას მხარს არ დაუჭერს," - მიმართა ბაღათურიამ მმართველ უმრავლესობას.