ედპ-ს წევრს, დეპუტატ გურამ ჩახვაძეს აინტერესებს როგორ ადგენს მთავრობა უმუშევართა რაოდენობას. ეს შეკითხვა ჩახვაძემ დღეს ფინანსთა მინისტრს 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს დაუსვა.
ჩახვაძეს აინტერსებს არსებობს თუ არა უმუშევართა რეგისტრაცია ან საიდან ადგენს მთავრობა ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას.
"45-დან 60 წლამდე უმუშევართა დასაქმებაზე როდესაც საუბრობთ, როგორ ადგენთ უმუშევართა რაოდენობას. რომელი საკანონმდებლო აქტით ან დადგენილებით?" - მიმართა ჩახვაძემ ფინანსთა მინისტრს.
დიმიტრი გვინდაძის განმარტებით, დასაქმება არ არის მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს თემა, ეს არის მთავრობის თემა.
"დასაქმება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკიდან გამომდინარეობს" - აღნიშნა გვინდაძემ და ჩახვაძეს მიუთითა, რომ საქსტატის მონაცემებს გადაავლოს თვალი.