BOSCH-მა თავისი დილერები ცენტრალური აზიიდან, კავკასიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან თბილისში შეკრიბა. ორი დღის განმავლობაში თბილისი დილერთა სამიტს მასპინძლობდა, რომლის ორგანიზატორიც კომპანია BOSCH-ის ევროპული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ევროპულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია უკავია.
კონფერენციის ფარგლებში BOSCH-მა თავის ბიზნესპარტნიორებთან ერთად ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და ასევე ახალ წევრებთან ერთად ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთიდან წარმოადგინეს მიმდინარე წლის ანგარიში, ასევე ისაუბრეს სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე.
2011 წლის დილერთა შეხვედრას ესწრებოდნენ BOSCH-ის ხელმძღვანელები, გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელები და მომხმარებელთა სამსახურების მენეჯერები მსოფლიოს სხვადასხვა წარმომადგენლობიდან.
2011 წლის ზრდის შენარჩუნების კონცეფციაზე ანგარიში წარმოადგინეს BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნორბერტ კლაინმა და შუა აზიისა და კავკასიის გაყიდვების სამსახურის უფროსმა არეკ ერზურუმლუოგლუმ.
ნორბერტ კლაინი აცხადებს, რომ BOSCH-ს საქართველოში კარგი პოზიცია უკავია. მისივე თმით, კომპანია მრავალი წელის თანამშრომლობს "ელიტ ელექტრონიქსთან" და ამ პარტნიორობით BOSCH-ი კმაყოფილია. BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრი აცხადებს, რომ კომპანია საქართველოში ინვესტირებას მომავალშიც გააგრზელებს და ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ახალ მაღაზიას გახსნის. ნორბერტ კლაინი განმარტავს, რომ ამ დროისათვის კომპანიის წამყვანი ტრენდი ენერგოეფექტურობაა და ამ მიმართულებით, BOSCH-მა მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზა.
"რათა ჩვენი მომხმარებელი ვუზრუნველვყოთ მეტად ფუნქციონალური, ერგონომიული და ამავე დროს ენერგორენტაბელური პროდუქტებით, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ მათი საჭიროებები, გემოვნება და მოთხოვნები. ამასთან უყურადღებოდ არ ვტოვებთ და ვააანალიზებთ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მოქმედებენ მომხმარებლის ქცევაზე. მუდმივად განვიხილავ დავადგენთ BOSCH-ის წამყვან ტენდენციებს, მათ შორის: ჯანსაღი ცხოვრების წესი, მარტივად გამოყენებადი პროდუქცია, დანიშნულება და ხანგრძლივობა, ხარისხი და მოქნილობა, პერსონალიზაცია და დიზაინი, ასევე რესურსების ეფექტური გამოყენება. BOSCH ყოველდღიურად ვითარდება, როგორც ფინასური თვალსაზრისით, ასევე აფართოებს თავის სავაჭრო ქსელს. ჩვენ მივესალმებით ახალ პარტნიორებს, იდეებსა და ტექნოლოგიებს. ასევე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ბუნებრივი რესურსების როლი ეკონომიკის ინტენსიური განვითარების ასპექტებში. ვინაიდან ბუნებრივი რესურსების მარაგი იწურება, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონცეფცია, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ამავდროულად არ დააზიანებს გარემოს. ყოველივე ამისთვის საჭიროა შეიქმნას ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც შეინარჩუნებენ ეკოლოგიას არა მარტო ახლანდელ თაობას, არამედ მომავალ თაობებსაც. სწორედ ამ კონცეფციის გათვალისწინებით კომპანია BOSCH-მა დაიწყო ახალი ტექნოლოგიური წარმოება, რათა შექმნას მზარდი განვითარება",- განაცხადა არეკ ეიზერრუმლოღლმა.
კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება და მათი ცხოვრებაში დანერგვა BOSCH-ისთვის მთავარი ფაქტი გახლავთ. იმისთვის რომ გაგრძელდეს მუდმივი განვითარება ამ მიმართულებით, BOSCH-ი იხელმძღვანელებს მდგრადობისა და გარემოს დაცვის კონცეფციით, რომლებიც პლაცდარმაციაა "მდგრადი ზრდა". ასევე ასამბლეის ფარგლებში მონაწილეებისათვის ჩატარდა ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: მასტერ-კლასები წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, ექსკურსია თბილისში, ვახშამი ტრადიციული ღვინოების დეგუსტაციით და ბევრი სხვა.
დღესვე, "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში (ყაზბგამზ. #24) "Bosch"-ს და "Siemens"-ს შოურუმი გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ორივე ბრენდის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ტექნიკა.
შოურუმის გახსნისათვის დაახლოებით 250 ათასი დოლარის ინვეტირება გახდა საჭირო.
"BOSCH -ი საქართველოს ბაზარს და "ელიტ ელექტრონიქსს ხედავს პოტენციურ კლიენტად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა. პირველი აქტიური ნაბიჯი ამ ურთიერთობისა ყაზბგამზ. #24-ში შოურუმის გახსნაა"- განაცხადა "ელიტ ელექტრონიქსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნიკო მაგალიმ.
კომპანია BSH-ი დაარსდა 1967 წელს, ორი კომპანიის Robert Bosch GmbH - ისა (შტუდგარტი) და Siemens AG -ის (მიუნხენი) გაერთიანების შედეგად. დღეს BSH წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საოჯახო ტექნიკის წარმოებაში ევროპაში. BSH ფლობს 13 ბრენდს, მათ შორის ძირითად ორ ბრენდს "Bosch"-სა და "Siemens"-ს, ასევე ექვს სავაჭრო მარკას "Gaggenau", "Neff", "Thermador", "Constructa", "Viva" და "Ufesa", და ოთხ რეგიონალურ ბრენდს - "Balay", "Pitsos", "Profilo" და "Coldex". დღეს BSH ფლობს 41 ქარხანას მსოფლიოს 13 ქვეყანაში