პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოიეში ის ფოტოებია გამოფენილი, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებულ სამკურნალო დაწესებულებებს ასახავს.
ფოტოების გარდა, პლაზმურ ეკრანზე შესაბამისი ვიდეომასალაც გადის.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო საათის დროს დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს სანდრო ურუშაძეს მოუსმენენ. იგი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების შესაბ ისაუბრებს.
სამთავრობო საათის ინიციატორი - ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებია". ამ ფრაქციის წევრის მაგდა ანიკაშვილის გაცხადებით, ჯანდაცვის სფეროში აქცენტის ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე გადატანა სტრატეგიული შეცდომაა, ვინაიდან სახელმწიფო უნდა ზრუნვადეს არა ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე, არამედ დაავადებათა პრევენციაზე.
სამთავრობო საათი დღის მეორე ნახევარში გაიმართება.