ხვალ, 24 ნოემბერს, ანსამბლ "ივერიის" წევრს, ვახტან ტატიშვილს 70 წელი უსრულდება. როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ტატიშვილის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილს წელს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს ტიტული ბევრ რამეს გულისხმობს და ითვალისწინებს.
"საპატიო წოდება ნიშნავს, რომ უკეთესად მოვიქცე, ვიდრე ვიქცეოდი, უფრო უნდა მიყვარდეს თბილისი, გული უნდა მტკიოდეს, როცა ვინმე ცუდად იქცევა, უნდა მიხაროდეს, როცა ბევრი კარგი რამე გაკეთდება. ხალხთან უნდა ვიყო ახლოს, დავდიოდე სტადიონზე, თეატრში და ბაზარში. რა თქმა უნდა, მეზობლები უნდა მიყვარდეს და თუ რამე გაფუჭებულია შენობაში, უნდა დავეხმარო, მივიდე მერიაში ვაკაკუნო, რომ გამიკეთონ ლიფტი და ა.შ. მოკლედ, საპატიო თბილისელის წოდება მთელ რიგ დანიშნულებას ითვალისწინებს", - აღნიშნა ტატიშვილმა.